საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

უნგრეთში, წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფში მეორე შეხვედრა ჩაატარა. ქართველთა მეტოქე საბერძნეთის უძლიერესი გუნდი იყო. ბერძნებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და რევაზ ჩომახიძის შეგირდებს 17:10 ძლიეს. შეგახსენებთ რომ ქვეჯგუფის უკანასკნელ მატჩს, ქართველი წყალბურთელები მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ, იტალიის ნაკრებთან ჩაატარებენ.