საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ნაკრები წყალბურთში კანადის წყალბურთელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. 

როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე გამართული შეხვედრა ანგარიშით 4:2 დასრულდა. 

საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეს ორ პერიოდში სძლია, ერთი ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთში დამარცხდა.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მეშვიდე ადგილი მოიპოვა.