საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა სასტარტო შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები, ანგარიშით 9-7 დაამარცხეს. შეგახსენებთ რომ საფრანგეთის გარდა, ჩვენს ქვეჯგუფში მსოფლიო წყალბურთის გრანდები, საბერძნეთი და იტალია თამაშობენ.