საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი გაანადგურა

უნგრეთში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში ჩაება. ქართველი წყალბურთელები მორიგ მატჩში თურქებს შეხვდნენ და მოწინააღმდეგეს დამაჯერებლად, 12:6 სძლიეს. მეცხრე ადგილის გასანაღდებლად ჩვენი სპორსტმენები, გერმანია - რუმინეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს, "მცირე ფინალში" დაუპირისპირდებიან.