საქართველოს U23 ნაკრებმა ფინალში რუსეთი დაამარცხა

ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსეთი 4:2 დაამარცხა და გუნდურ შეჯობრებაში 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ფინალში საკუთარი ორთაბრძოლები მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ნიკა ხარაზიშვილმა (-90), სოფიო სომხიშვილმა (+78) და საბა ინანეიშვილმა (+100).

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა რვა მედალი აიღეს. ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100) მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა შერეული გუნდური შეჯიბრება (გოგონების და ბიჭების) ისტორიაში პირველად მოიგო.