საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მასპინძელი უნგრეთი დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი უნგრეთში გამართა. 

ქართველმა ფეხბურთელებმა მასპინძელი გუნდი - 0:1 დაამარცხეს და ჯგუფში, 4 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო მატჩს, 28 ოქტომბერს ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს.