საქართველოს ნაკრებმა ბელარუსს პირველი გოლი გაუტანა

შეხვედრის პირველივე წუთებზე, საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ნაკრებს პირველი გოლი გაუტანა. საქართველოს ნაკრები თორნიკე ოქრიაშვილის პენალტით დაწინაურდა.

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსი ნაკრებს შორის უმაყურებლოდ იმართება.

საქართველოში არსებული ეპიდემოლოგიური ვითარების გამო, მაყურებელთა თავშეყრა მიზანშეუწონლად ჩაითვალა, მაგრამ ქართველმა გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრები მარტო არ დატოვა.

ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სტადიონზე შესვლისას ქართული სპორტის ქომაგები დახვდნენ და ფოიერვერკებითა და შეძახილებით გაამხნევეს.