სალომე ზურაბიშვილი ნინა თიბილაშვილს ვერცხლის მედალს ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი ნინა თიბილაშვილს ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს.

„საქართველოს პირველი მედალი პარალიმპიურ თამაშებზე“, - წერს სალომე ზურაბიშვილი .

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. ფინალში ის ჩინელ ბიან ძინთან 7:15 დამარცხდა.