"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი "ლიდსის" მწვრთნელს შეეხმიანა - VIDEO

16-წლიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბი ''ლიდს იუნაიტედი'' პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. ამაში უდიდესი წვლილი ინგლისური გუნდის არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ შეიტანა. სამხრეთ ამერიკელი "ლიდს იუნაიტედს" 2018 წლიდან წვრთნის.

''სამეფო კარის თამაშების'' მსახიობი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ ''ლიდსის'' გულშემატკივარია. Bbc-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს რომ ცნობილი მსახიობი, არგენტინელ სპეციალისტს ემოციურ ხმოვან შეტყობინებას უგზავნის და მადლობას უხდის.