"სამტრედიამ" ორი ლეგიონერი დაიმატა

საფეხბურთო გუნდის, "სამტრედიას" ფეისბუქ გვერდის ცნობითი ისინი ორი ლეგიონერით გაძლიერდნენ. განელმა მცველმა სამუელ ინკუმმა და სერბმა სტრაჰინია კრსტევსკიმ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშეს. 30 წლის ინკუმს განის ნაკრებში 46 მატჩი აქვს ჩატარებული. აფრიკელი სხვადასხვა დროს "ბაზელში", "დნიპროში", "ანტალიასპორში" და "ბოავიშტაში" სერბი კრსტევსკის კი "ცრვენა ზვეზდას" ფეხბურთელია და გასულ წელს იჯარის წესით "რაბოტნიჩკიში" თამაშობდა".