სანდრო ბაზაძემ ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოფარიკავემ ერთწლიანი პაუზის შემდეგ წარმატებულად იასპარეზა 

მან პოლონელ მათეუშ კნეზს (15:8), რუსებს - ანატოლი კოსტენკოს (15:10) და ვენიამინ რეშეტნიკოვს (15:14), ასევე იტალიელ ენრიკო ბერეს (15:2) სძლია, ნახევარფინალი კი უნგრელ არონ სზილაგისთან წააგო (6:15).

შედეგად FIE-ს ხმლით მოფარიკავეთა ინდივიდუალურ რეიტინგში კაცთა შორის მეშვიდე ადგილი შეინარჩუნა.