სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი დაამარცხა

ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი დაამარცხა.

სან გუკ ო-სთან შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა. შედეგად, ქართველი სპორტსმენი თამაშების ნახევარფინალში გავიდა.