სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური თამაშები მეოთხე ადგილით დაასრულა

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძე ოლიმპიური თამაშების ასპარეზობა მეოთხე ადგილით დაასრულა. ის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კორეელ კიმთან დამარცხდა. შეხვედრა ანგარიშით 15:11 დასრულდა. 

ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი უნგრელ არონ შილაგს შეხვდა. მან მსაჯების რამდენიმე გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა საბოლოო ანგარიში შეხვედრაზე 13:15 დაფიქსირდა, რაც ქართველი სპორტსმენისთვის ფინალს მიღმა დარჩენის მიზეზი გახდა.