სანდრო ბაზაძის კლუბი საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონია

ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი კლუბებს შორის მოიგო. კლუბმა "ორლეანმა", რომელშიც ქართველი შედის, ქალაქ პოში გამართულ ჩემპიონატზე ადგილობრივ კლუბ "პოს" 45:31 სძლია და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

სანდრო ბაზაძესთან ერტად კლუბში ფრანგი მოფარიკავეები ბოლად აპიტი, ჟან ფილიპი და სებასტიენ პატრისი შედიოდნენ.