სანდრო მამუკელაშვილს NBA-ის ერთ-ერთ გუნდს უკავშირებენ

ამერიკაში სანდრო მამუკელაშვილის დრაფტზე დადგომის საკითხს აქტიურად განიხილავენ. შეგახსენებთ რომ 20 წლის ქართველი მოთამაშე ამჟამად "სეტონ ჰოლის" ღირსებას იცავს. nbadraft.net-ის ანალიზით, სანდრო დრაფტზე 2021 წელს უნდა დადგეს. პორტალისვე აზრით მას 44-ე ნომრად "სან ანტონიო სპურსი" აიყვანს.