სასკოლო სპორტის განვითარება პრიორიტეტულ საგნებში გადაინაცვლებს

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის გნაცხადებით, მასობრივი სპორტის, მათ შორის სასკოლო სპორტის განვითარება პრიორიტეტულ საგნებში გადაინაცვლებს. ამის შესახებ მან სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. 

მინისტრის თქმით, ფედერაციას აქვს შესაძლებლობა ეს საკითხი დღის წესრიგში წამოწიოს. ერთ თვეში ფედერაციამ სამოქმედო გეგმის კონკრეტული პროექტები უნდა წარადგინოს.