სერბეთის სახელით ზურაბ დათუნაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ზურაბ დათუნაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან ტურნირის ფინალში ბელარუსი კირილ მასკევიჩთან მოიპოვა უპირატესობა. 

ზურაბ დათუნაშვილი 87 კგ კატეგორიაში ასპარეზობს.