სერია A-ს განახლების თარიღი ცნობილია

სერია A-მ ოფიციალურად დაადასტურა რომ 2019-20 წლების სეზონი 13 ივნისს განახლდება. ამის შესახებ ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდი წერს. როგორც ჩანს ის, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 14 ივნისამდე სპორტული ღონისძიებების ჩატარება აკრძალა, ქვეყნის საუკეთესო საფეხბურთო ტურნირის დაბრუნებას ხელს არ შეუშლის. საბოლოოდ გადაწყვეტილება 28 მაისს, საორგანიზაციო შეხვედრაზე უნდა დადასტურდეს.