სევილია ევროპა ლიგის გამარჯვებულია

ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში "სევილიამ" "ინტერი" 3-2 დაამარცხა და თასს დაეუფლა.

ანგარიში მე-5 წუთზე "ინტერის" შემტევმა, ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ გახსნა. მე-12 წუთზე ანდალუსიელებმა, დე იონგის ძალისხმევით ანგარიში გაათანაბრეს. 33-ე წუთზე, დე იონგმა დუბლი გაიფორმა, თუმცა, ზუსტად 3 წუთში გოდინმა აღადგინა წონასწორობა.

ყველაფერი 74-ე წუთზე დიეგო კაროსმა გადაწყვიტა, რომლის დარტყმულის საკუთარ კარში რომელუ ლუკაკუმ ჩაჭრა და სევილიას ევროპა ლიგა მეექვსედ მოაგებინა.