შეინ ლარკინი საქართველოს ნაკრებში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელის, ილიას ზუროსის განცხადებით, ქართველები ევროპაში მოასპარეზე ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის ნატურალიზაციას ცდილობენ. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით საუბარი შეინ ლარკინზეა. ამჟამად ლარკინი თურქული ანადოლუ ეფესის მოთამაშეა. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ევროლიგაზე ერთ მატჩში 49 ქულა მიითვალა, რაც ტურნირის ყველა დროის რეკორდია.