შესაძლოა ევრო 2020-ის ფორმატი შეიცვალოს

"უეფა" მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებაზე მუშაობას იწყებს. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ევროპის უმაღლეს საფეხბურთო ორგანოში შიშობენ, რომ კორონავირუსის გამო, მომავალ წელს ჩემპიონატის მასპინძლობას ყველა ქალაქი ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე "უეფა", მასპინძელი ქალაქების რაოდენობის შემცირებაზე იმსჯელებს. სავარაუდოდ ცვლილება იტალიას და ესპანეთს შეეხებათ, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა.