შესაძლოა "პრემიერ ლიგის" მატჩები 5 კვირაში ჩაატარონ

The Telegraph-ის ინფორმაციით კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, "პრემიერ ლიგის" დარჩენილი 92 თამაში, შესაძლოა 5 კვირაზე გადანაწილდეს, ისე რომ არც ერთ გუნდს, კვირაში 2 მატჩზე მეტის ჩატარება არ მოუწევს. ამასთან ერთად კლუბების უმრავლესობას საკუთარ მოედანზე თამაში სურს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით შეხვედრებს მაყურებლები ვერ დაესწრებიან.