შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია

შმაგი ბოლქვაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. მან 72 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. ფინალში სომეხო ამოიანი 4-1 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ბლოკში დღეს საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი იასპარეზებს. 82 კგ წონით კატეგორიაში აივენგო რიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.