შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

შოთა არველაძემ უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელის წოდება მიიღო. ტაშკენტის "ფახტაქორმა", რომელსაც არველაძე წვრთნის, ჩემპიონატში გამართული 4 მატჩიდან 4-ვე მოიგო. 

კლუბის ანგარიშზე 15 გატანილი და საპასუხოდ მიღებული მხოლოდ 2 გოლი ირიცხება. 

არველაძემ ეს პრიზი წელს უკვე მეორედ მიიღო. მიმდინარე წლის აგვისტოშიც ის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.