შოთა არველაძის გუნდი ჩემპიონი გახდა

შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის „ფახტაკორმა“ უზბეკეთის თასი მოიგო. ტაშკენტის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „ფახტაკორმა“ „ალმალიქსი“ 3:0 დაამარცხა. სამივე გოლი სერბმა ლეგიონერმა დრაგან ჩერანმა გაიტანა.

„სეზონის მეორე ტიტული! მადლობა ყველას, გულშემატკივრობისთვის!“ – დაწერა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში გამარჯვების აღსანიშნავად.

მისმა გაწვრთნილმა გუნდმა უზბეკეთის ჩემპიონის ტიტული ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მოიპოვა.

შოთა არველაძე გასულ სეზონში თვის მწვრთნელად 4-ჯერ დაასახელეს, ხოლო სეზონის ბოლოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გადასცეს.

არველაძემ ყველაზე პოპულარულ უზბეკურ კლუბს ტიტულები საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნა: „ფახთტაკორი“ ბოლოს ქვეყნის ჩემპიონი 2015 წელს გახდა, ხოლო თასის მფლობელი – 2011 წელს.