შვეიცარია მეოთხედფინალშია

ევრო 2020-ის მერვედფინალის კიდევ ერთი გამარჯვებული შვეიცარიის ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონი ევრო 2020-ის მიღმა დატოვა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებითმა დრომ უგოლოდ ჩაიარა და დაინიშნა პირველი თერთმეტმეტრიანების სერია ევრო 2020-ზე.

პენალტების სერიაში შვეიცარიამ 5:4 დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები.

გადამწყვეტი, მეხუთე თერთმეტმეტრიანი დარტყმა კილიან მბაპეს იან სომერმა აუღო.