სოციალურად დაუცველ გოგონას კიკბოქსერმა გიგა ჭიკაძემ სახლი აჩუქა - VIDEO

ერთი თვის წინ სოციალურ ქსელ YouTube-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც სოციალურად დაუცველი გოგონა, ნათია კაპანაძე ქსელის მომხმარებლებს საკუთარი ოჯახის შესახებ უამბობდა. ის ამბობდა, რომ საკუთარ სახლზე ოცნებობდა. 

რამდენიმე კვირის შემდეგ, ვიდეოს ავტორი კვლავ ეწვია ჭიათურის სოფელს, სადაც ნათიასა და მის ოჯახს სახლი შეუძინა. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, ქართველ მებრძოლს კიკბოქსინგში, გიგა ჭიკაძეს სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარების სურვილი გაუჩნდა და საკუთარი სახსრებით შეუძინა სახლი. 

ვიდეომ სოციალურ ქსელში სწრაფი პოპულარობა მოიპოვა.