ტაიგერ ვუდსი საავადმყოფოდან სახლში გაწერეს

გოლფის ლეგენდა ტაიგერ ვუდსი საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა. ამის შესახებ ვუდსი სოციალურ ქსელში წერს.

"მიხარია სახლში დაბრუნება, სადაც გამოჯანმრთელებას განვაგრძობ. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის. დიდი მადლობა წარმოუდგენელ ქირურგებს, ექიმებს და მედდებს. თქვენ ჩემზე ძალიან კარგად ზრუნავდით", - წერს ტაიგერ ვუდსი.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, ტაიგერ ვუდსი მძიმე ავტოავარიაში მოყვა. ის საავადმყოფოში მძიმე ტრავმებით და ფეხის მრავლობითი დაზიანებით მოათვსეს.