ტანზანიაში საფეხბურთო მატჩი ფუტკრებმა ჩაშალეს - VIDEO

ტანზანიის დედაქალაქში მიმდინარე მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივი კლუბები "იანგ აფრიკანსი" და "ირინგა იუნაიტედი" ხვდებოდნენ, 53-ე წუთზე მოულოდნელად შეწყდა. ამის მიზეზი ფუტკრების შემოსევა გახდა. მწერებმა მოთამაშეების გარდა, მსაჯები და ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრებიც დაკბინეს.