ტატო გრიგალაშვილი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს

ტოკიო 2020-ზე 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა 1/4 ფინალი მონღოლეთის წარმომადგენელ ძიუდოისტ საიდ მოლაეისთან გამართა და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით დამარცხდა.

გრიგალაშვილი რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას. ქართველი უზბეკ ბოტაბოევის დამარცხების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ჯერჯერობით ორი ვერცხლის მედალია, რომლებიც ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 06.00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 12.00 საათზე გაიმართება. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელეტრანსლაციებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა უწყვეტ რეჯიმში გთავაზობთ.