ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებული გახდა

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზაგრების ტურნირის გრან პრის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში ბრაზილიელი გილერმა შმიდტი დაამარცხა. 

გრიგალაშვილმა ტურნირზე ოთხი შეხვედრა გამართა. ის 81 კგ კატეგორიაში ასპარეზობდა.