"თბილისი გრანდ სლემზე" ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს სამი ბრინჯაო მოიპოვეს

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე მეორე სატურნირო დღე დასრულდა. საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს.

ორ წონით კატეგორიაში ფინალურ ბლოკში სამმა ქართველმა ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა და გაიმარჯვა კიდეც. 

73 კილოგრამ კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა და ალეკო მამისაშვილმა კოსოვოელი და რუსი მოწინააღმდეგეები დაამარცხეს. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ტატო გრიგალაშვილმა რუს ალან ხუბეცოვს სძლია. 

ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.