თბილისის "დინამო“ წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია

თბილისის „დინამო“ წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია. ოქროს მედლებისთვის შეხვედრაში თბილისის „დინამო“ „თბილისს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 16:9 დაამარცხა.

პირველი ტაიმი „თბილისმა“ ანგარიშით 3:2 მოიგო. „დინამომ“ მდგომარეობა მეორე ნახევარში გამოასწორა, ნელ-ნელა უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ შვიდბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.

საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ 22 ნოემბრიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. არაა გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისელებმა უმასპინძლონ, რადგან საქართველოში კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.