თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე ცნობილია

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ შესაძლო მეტოქე ცნობილია.

ნიონში გამართულ წილისყრაზე გაირკვა, რომ თუკი თბილისური კლუბი მეორე ეტაპს დაძლევს, მათი მოწინააღმდეგე ფარერების კუნძულების ჩემპიონი „კლაკსვიკი“ იქნება. 

მატჩი 24 სექტემბერს ფარერების კუნძულებზე გაიმართება.