თბილისის ძიუდოს გრან-პრი გაუქმდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა, 2020 წლის აპრილის ბოლომდე ჩასატარებელი ყველა ტურნირი გააუქმა. შესაბამისად თბილისში ძიუდოს გრან-პრი აღარ ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დედაქალას, აღნიშნული შეჯიბრისთვის 27-29 მარტს უნდა ემასპინძლა.