თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამო დაამარცხა

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში, თბილისის ლოკომოტივმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოსკოვის დინამო, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი გოლის გარეშე, ფრე დასრულდა, შეხვედრის მეორე ნაწილში კი, მოსკოველთა კარში გოლის ავტორი, 54-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძე გახდა.

თამაშის 76-ე წუთზე, მამია გავაშელიშვილმა მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა.

მოსკოვის დინამომ 90-ე წუთზე, ლოკომოტივის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ერთი გოლი გაიტანა.

ლოკომოტივის მეტოქე 24 სექტემბერს, ესპანური გრანადა იქნება.