თბილისში პარა წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

27 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში“ პარა წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელიც 2024 წლის პარიზის პარალიმპიური თამაშების პირველი სალიცენზიო ტურნირია.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 75 ქვეყანა, 800 პარასპორტსმენი, 30 დელეგაცია საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლების და საერთაშორისო მსაჯების შემადგენლობით.