თეა წულუკიანი მკლავჭიდელებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ქართველ მკლავჭიდელებს შეხვდა. ლევან საგინაშვილთან და ირაკლი ზირაქაშვილთან შეხვედრას მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე დაესწრო. 

მინისტრმა მკლავჭიდელებს სპორტული წარმატებები მიულოცა. თავის მხრივ სპორტსმენები მას მკლავჭიდის სფეროში არსებული სიტუაციისა და გამოწვევების შესახებ ესაუბრნენ. 

ლევან საგინაშვილი არის შვიდგზის მსოფლიოს და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში, ამჟამად ასპარეზობს „PAL“ (Professional Armwrestling League) ფედერაციის სახელით. 

ირაკლი ზირაქაშვილი "ტოპ 8 მკლავმჭიდელის" საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა, მან ამერიკელი დევიდ მოსიე დაამარცხა. ნოემბერში ის 1/4 ფინალურ ბრძოლას გამართავს.