ტოჩინოშინი კიდევ დამარცხდა

ჰაცუ ბაშოს მეექვსე დღეს, ტოჩინოშინმა მეოთხე მარცხი განიცადა. დღეს, ლევან გორგოძის მეტოქე იაპონელი ოძეკი შოდაი იყო, რომელიც იმპერატორის თასის მოპოვების ერთ-ერთი ფავორიტია.

ამ დროისათვის ქართველ სუმოტორს მოგება-წაგების ბალანსი 2:4-ზე აქვს.

 ხვალ მისი მეტოქე მესამე ოძეკი - ტაკაკეიშო იქნება, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება.