ტოჩინოშინის მეხუთე გამარჯვება აკი ბაშოზე

 ტოჩინოშინი( ლევან გორგაძე) ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოკოშორიუს დაუპირისპირდა, რომელსაც ამ შეხვედრამდე მოგება-წაგების ბალანსი 3-7-ზე ჰქონდა. ტოჩინოშინმა მეტოქე მარტივად, იორიკირით დაამარცხა.

ტოჩინოშინი დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს კვლავ ინარჩუნებს. ტოჩინოშინის ანგარიშზე 5 მოგება და 6 მარცხია, შესაბამისად მიზნის მისაღწევად დარჩენილი 4 ბრძოლიდან 3-ში მოგება სჭირდება.

ხვალ ლევანი მე-17 მაეგაშირა ჩიონოკუნის დაუპირისპირდება.