ტოჩინოშინის მოგება-წაგებათა რაოდენობა გათანაბრდა

ტოკიოში მიმდინარე გაზაფხულის სუპერტურნირზე ტოჩინოშინი ტობიძარუსთან დამარცხდა, რომელსაც მე-8 მაეგაშირას სტატუსი აქვს და მოძრავ, ტექნიკურ რიკიშად ითვლება.

შერკინების დაწყებისთანავე გამოჩნდა, რომ ტოჩინოშინი აშკარად აღემატებოდა მეტოქეს ფიზიკური ძალით, თუმცა ჩამორჩებოდა სისწრაფეში.

6 დღის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი გათანაბრდა. მის აქტივში 3 გამარჯვება და 3 მარცხია. ხვალ, 20 მარტს ლევან გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა შოთა ენდო იქნება, რომელმაც მარტის ბაშოზე უკვე 4 ჯერ მოასწრო წაგება.