ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება სუპერტურნირზე - VIDEO

ქართველმა სუმოისტმა ლევან გიორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მეოთხე შეხვედრაში გაიმარჯვა. იაპონის დედაქალაქში მიმდინარე სუპერტურნირზე ის ენდოს დაუპირისპირდა და მეტოქეს არ მისცა ილეთის გაკეთების საშუალება. 

თავად ტოჩინოშინმა მას იორიკირის ილეთი აუკეთა და დოჰიოს კიდესთან მიიყვანა. შედეგად, ენდომ თავი ვეღარ შეიმაგრა და მაყურებლებში გადავარდა. 

7 შეხვედრუს შემდეგ გიორგაძეს 3 მარცხი და 4 მოგება აქვს.