ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება

ლევან გორგაძემ ტოკიოში გამართული ივლისის ბაშო 10 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა. უკანასკნელ პერიოდში ეს მისი საუკეთესო შედეგია. 

32 წლის ტოჩინოშინმა 10 გამარჯვებამდე ასვლა შარშან მაისის სუპერტურნირის შემდეგ პირველად მოახერხა.

დასკვნითი ორთაბრძოლა ქართველმა სუმოისტმა აღმოსავლეთის მე-15-ე მაეგაშირა კოტო-შოჰოსთან ჩაატარა და მეტოქეს, რომელსაც კარიერაში პირველად ხვდებოდა, დამაჯერებლად აჯობა.