ტოჩინოშინის რეკორდულ დროში გამარჯვება - VIDEO

ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მისი მოწინააღმდეგე მე-13 მაეგაშირა დაიამამი იყო, რომელიც ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) შეჯახებიდან ორ წამში ცუკიტოშის ილეთით დაამარცხა.

10 დღის შემდეგ ქათველ სუმოისტს 3 მოგების წილ 7 მარცხი აქვს და დარჩენილ ხუთივე შეხვედრაში უნდა გაიმარჯვოს, რომ ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულოს.

ლევანი 19 მაისს მეოთხე მაეგაშირა კირიბაიამას დაუპირისპირდება.