ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე მეორე გამარჯება მოიპოვა

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოს მეექვსე დღეს მე-9 მაეგაშირა კაიასაკი დაამარცხა. 

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. კაიასაკიმ თავდაპირველად პოზიციური უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ქართველმა თავის დაღწევა მოახერხა და მისთვის ჩვეულ სტილში მოწინააღმდეგე დოჰიოდან გადაიყვანა. 

ტოჩინოშინს მაისის ბაშოზე 4 მარცხი და 2 გამარჯვება აქვს. მომდევნო შეხვედრას ის მე-8 მაეგაშირა ენდოსთან გამართავს.