ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგოძემ, იგივე ტოჩინოშინი, მარტის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამ დროისათვის ტოჩინოშინს ბალანსი 2:1-ზე აქვს.

დღეს, ქართველი სპორტსმენის მოწინააღმდეგე კოტონოვაკა იყო, რომელმაც ტოჩინოშინთან პირველივე შეტაკებისას თავი ვერ შეიმაგრა და ლევანმა იოლად გადაიყვანა დოჰიოდან.