ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა

ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე, ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და  მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა.

ტოჩინოშინი ტურნირის მეოთხე დღეს, აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა შოთა ენდოს შეხვდა და უმძიმეს ბრძოლაში, იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ბაშოს მეხუთე დღეს, ლევან გორგაძის მეტოქე ოძეკი ასანოიამა იქნება.