ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა

2021 წლის სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მე-3 გამარჯვება  მოიპოვა. ამ ეტაპისთვის ტოჩინოშინი დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად, ბრძოლას, რიგით მაეგაშირებთან აგრძელებს.

ქართველის დღევანდელი მეტოქე მე-7 მაეგაშირა მეისეი იყო, რომელიც უვატედაშინაგეს ილეთით დაამარცხა.

დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად ქართველ სუმოტორს, ურთულესი მისია აკისრია. მან ექვს შეხვედრაში ხუთი გამარჯვება უნდა მოიპოვოს. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე, ექსოძეკი  ტაკაიასუ იქნება.