ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

კორონავირუსის პანემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ივლისის ბაშო, რომელიც ნაგოიაში იმართებოდა, ტოკიოში გადმოიტანეს და დარბაზში მაყურებელი დაუშვეს.

ტურნირს ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირას რანგით შეხვდა. შეჯიბრის პირველ დღეს ლევან გორგაძის მეტოქე შიმანოუმი იყო, რომელსაც იგი კარიერაში პირველად დაუპირისპირდა და მარტივად დაამარცხა.