ტოჩინოშინმა ტოკიოს საიმპერატორო ტურნირი 9 მოგებით დაასრულა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში გამართული იაპონიის იმპერატორის საშემოდგომო ტურნირი 9 მოგებით დაასრულა. მის ანგარიშზეა ასევე 6 მარცხხიც.

ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში გორგაძის მეტოქე დასავლეთის სეკივაკე ტაკანოშო იყო, რომელსაც ქართველმა ჰატაკიკომით სძლია. 

საშემოდგომო სუპერტურნირის ჩემპიონი ოძეკი ტაკაკეიშო გახდა.